Supervision - საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია არის აკრედიტრებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანო მშენებლობის სფეროში, რომელიც 35 წელზე მეტია ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზედამხედველო-საკონსულტაციო-ინტელექტუალურ მომსახურებას.
დირექცია 2017 წლიდან არის კონსულტანტი ინჟინრების საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC)-ის წევრი. კომპანია ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ დაჯილდოვდა ეკონომიკური კლასიფიკაციის – საქმიანობა არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში და ტექნიკური კონსულტაციების გაწევის სფეროში რეიტინგის ოქროს ნომინაციით.
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციის გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან.