საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია
ჩვენ შესახებ
Supervision - საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია არის აკრედიტრებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანო მშენებლობის სფეროში, რომელიც 35 წელზე მეტია ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საზედამხედველო-საკონსულტაციო-ინტელექტუალურ მომსახურებას.
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციის გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან.
სერვისები
ბეტონის ნარევი, ცემენტი და ბეტონის კონსტრუქციები
ბეტონის ხარისხი უზრუნველყოფს მშენებლობის მდგრადობას. ლაბორატორია გთავაზობთ ბეტონის მარკის დადგენას უკვე ჩასხმულ კონსტრუქციაში
ასფალტბეტონი და ბიტუმი, საგზაო მონიშვნა და ნიშნები
ჩვენი ლაბორატორია წამყვან პოზიციაზეა საქართველოში ასფალტბეტონის ხარისხის უზრუნველყოფით. სიახლე გვაქვს საგზაო მონიშვნის შემოწმებასთან
ლაბორატორიული საქმიანობა მიმდინარეობს საერთაშორისო აისო სტანდარტის შესაბამისად
გამოცდილება
მესტიის აეროდრომის მშენებლობა
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია ჩართული იყო მესტიაში აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოებში.
დასავლეთ საქართველოში გზის რეაბილიტაცია
საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია ზედამხედველობდა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციას მთელი დროის მანძილზე.
გუდაურის საბაგირო გზების სამუშაოები
გუდაურში საბაგირო გზების სამონტაჟო სამუშაოების, საძირკვლის მოწყობის, საბაგირო ბოძების მონტაჟის, ბეტონისა და ბეტონის ჩასხმასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის საჭირო ზედამხედველობა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციამ შეასრულა.